1.პროექტის სახელი -„სეზონური ცვლილებები ბუნებაში“
2.პროექტის მოკლე აღწერა1-2 წინადადებით-მოსწავლეები დააკვირდებიან ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს სეზონების მიხედვით, გააკეთებენ ჩანაწერებს, აწარმოებენ ელექტრონულ დღიურებს, რომელშიც შეიტანენ სეზონისათვის დამახასიათებელ ფოტო-მასალებს.
3.პროექტის სრული აღწერა-მოსწავლეები გადანაწილდებიან ჯგუფებად.ჯგუფებს ექნებათ პირობითი სახელები: შემოდგომა,ზამთარი,გაზაფხული.თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება დააკვირდნენ ამინდის ცვლილებას სეზონის მიხედვით, შესაბამისად დააკვირდნენ ფლორას, ფაუნას. დაკვირვებისას შექმნიან ფოტო და ვიდეო მასალას, რომელსაც პროექტის ბოლოს ბლოგზე განათავსებენ. პროექტის პრეზენტაცია სასწავლო წლის დასასრულს სკოლის მოსწავლეთა წინაშე მოხდება. ბლოგის მისამართი ეცნობება რაიონის სკოლებს, რომ შემდგომ პროექტი გაფართოვდეს და მიიღოს რაიონული სახე.
4.მონაწილეთა ასაკი- 9 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა- სექტემბერი – ივნისი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-მე-3 კლასში ჩამოყალიბდება მხარეთმცოდნეობის წრე,რომლის წევრები ჩაერთვებნიან პროექტში.
7.მოსალოდნელი შედეგები- მოსწავლეებს განუვითარდებათ დაკვირვების, ანალიზის, მონაცემთა ორგანიზებულად წარმოდგენის უნარ–ჩვევები, ასევე შეიძენენ ისტ – ის გამოყენებისა და ელექტრონული ინფორმაციაზე მუშაობის უნარ – ჩვევებს.
8.სარგებელი სხვებისთვის- პროექტის ფარგლებში მასწავლებლის დახმარებით შექმნილი ბლოგი, რომლითაც სარგებლობა შეეძლებათ რაიონის სხვა სკოლებს.
9.სამუშაო ენა-ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან-
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნება, ხელოვნება, ისტ.
12.პროექტის ფასილიტატორი-ნათია ხულელიძე
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა-natia.khulelidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий